პროექტირება

საინჟინრო სისტემებში კომპლექსური გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევქმნათ პროექტები, რომლითაც უზრუნველყოფილია როგორც მონტაჟის სისწორე და სიმარტივე, ასევე მათი ეფექტურობა და საიმედო ექსპლუატაცია.

სამონტაჟო სამუშაოები

სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა არის ნებისმიერი სირთულის სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გარანტია. ტექნოლოგიის და ინსტრუქციების დაცვა უზრუნველყოფს მონტაჟით გამოწვეული სისტემური ხაარვეზების გამორიცხვას.

პოსტსაგარანტიო მომსახურება

საგარანტიო და გარანტიის შემდგომი პროფესიონალური ტექნიკური მომსახურება ხელს უწყობს ობიექტის მუშაობის საიმედოობის გაზრდას და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას. ამავე ეტაპზე მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის სწავლება.

...როცა არ არსებობს საზღვრები

იხილეთ მეტი...

რატომ ჩვენ?

ინდივიდუალური მიდგომა

პასუხისმგებლობა

გარანტიები

რატომ ჩვენ?

თითოეული პროექტი წარმოადგენს ამოცანებისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების უნიკალურ კომბინაციას. საინჟინრო პროექტირების ყველა ეტაპი მოიცავს სპეციფიკური უნარ-ჩვევის, პროფესიული სტანდარტებისა გამოყენებას და სატანადო ნორმების გათვალისწინებას.

დასახული მიზნის მიღწევა საჭიროებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გაერთიანებას ერთ შეკრულ გუნდში. გუნდის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობა, მოვალეობების და პასუხისმგებლობების სწორი განაწილება - საუკეთესო გარემოა ინოვაციური მიდგომების და ეფექტური საინჟინრო გადაწყვეტილებათა კომპლექსის მისაღებად. 

ინდივიდუალური მიდგომა

პროექტების სირთულისა და მასშტაბის მიუხედავად კომპანია "მეგაპროჯექტი" ორიენტირებულია პარტნიორებთან და დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე. თითოეული პროექტში მიღებული საინჟინრო გადაწყვეტილებები დაფუძნებულია კონკრეტული პროექტის უნიკალურ მოთხოვნებზე და დამკვეთების მოლოდინებზე.

ჩვენი პასუხისმგებლობა

კომპლექსური საინჟინრო გადაწყვეტილებების შექმნისას, კომპანია "მეგაპროჯექტის" გუნდი აცნობიერებს რა დაკისრებულ პასუხისმგებლობას, აქცენტს აკეთებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გამოყენებული მოწყობილობების ხარისხზე, ფუნქციონალურობაზე, უსაფრთხოებაზე და სისტემების ერგონომიაზე.

გარანტიები

როგორც კომპლექსური საინჟინრო მიდგომის მიმდევარი, კომპანია "მეგაპროჯექტი" იძლევა გარანტიას, რომ დასმული ამოცანის საბოლოო გადაწყვეტაში იქნება გამოყენებული ყველაზე ოპტიმალური პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიები.

პროექტირების ეტაპები

წინასაპროექტო ანალიზი

ეს არის ორმხრივი პროცესი, რომლის მიზანია, დამკვეთის და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს სამუშაოების მასშტაბები და მისი განხორციელების ეტაპები.

ტექნიკური დავალება

ყველა სიანჟინრო კომუნიკაციის პროექტირება იწყება ტექნიკური დავალების მომზადებით. გარდა ტექნიკურ-ტექნოლოგიური მოთხოვნებისა და დადგენილებისა, სამუშაოების პირველ ეტაპზე გამოიყენება წინასაპროექტო კვლევების დროს შეგროვებული მასალები.

პროექტის შემუშავება

პროექტის მომზადებისას ხდება სისტემის ფუნქციონირების პრინციპების დაზუსტება, მიზნებისა და ამოცანების კონკრეტიზაცია. პროექტი შედგება ტექსტური დასაბუთებისა და გრაფიკული ესკიზებისგან და განსაზღვრავს დაგეგმვისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მასშტაბებს.

სამუშაო დოკუმენტაცია

მისი მთავარი ამოცანაა ობიექტის ყველა კომპონენტის ერთიან სისტემაში წარმოჩენა. იგი შედგება კვანძების ზუსტი ნახაზებისგან, გაყვანილობების სქემისგან, მოწყობილობების განთავსების გეგმისგან. დასრულებული სახით ის უნდა შეესამაბამებოდეს საკანონმდებლო მოთხოვნებს.

ხარჯთაღრიცხვის მომზადება

ფინალური საფეხური, რომელიც ადგენს პროექტის შესრულებისთვის დაგეგმილი მოწყობილობების, მასალების, შრომის დანახარჯების ოდენობას და აქტუალურ ღირებულებას.

საინჟინრო გადაწყვეტილებების და პროექტირების ღირებულება

თითოეული ობიექტისათვის პროექტირების ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, რადგან ის დამოკიდებულია სხვადასხვა კომპონენტზე. უმჯობესია, თქვენი ამოცანის წინასწარი, უხეში გაანგარიშების შედგენა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა პროექტირების სავარაუდო ბიუჯეტზე. საპროექტო სამუშაოების ზუსტი ღირებულების დადგენა მხოლოდ ჩვენი სპეციალისტების მიერ ამოცანის ყველა კომპონენტის განსაზღვრის და გაანგარიშების შემდეგ არის შესაძლებელი. 

თუ გესაჭიროებათ პროფესიონალური რჩევა, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ პირველადი დახმარება.

მიიღეთ სპეციალისტის უფასო კონსულტაცია

ჩვენი კლიენტები

კომპანიები, რომლებიც გვანდობენ თავის ობიექტებს
  • ბეტონ