ფილტრაცია

დისკური ფილტრი 

განკუთვნილია მსხვილი და შეწონილი ნაწილაკების ამოღებისთვის. წარმოადგენს ერთმანეთზე დადებულ დისკებს, რომელთა შორის დაცულია ნაჭვრეტები 50 მიკრონამდე. შესაძლებელია მრავალმოდულური სისტემის აწყობა. სისტემაში თითოეული მოდულის გარეცხვა შესაძლებელია ავტომატურად, ტაიმერის ან წნევის ცვლილების მეშვეობით.  

ბადის ფილტრები

განკუთვნილია მსხვილი და შეწონილი ნაწილაკების ამოღებისთვის. წარმოადგენს სხვადასხვა 50 მიკრონამდე უჯრედის ბადეს. დისკური ფილტრებისგან განსხვავდება უფრო დიდი წარმადობებით. ფილტრის გამორეცხვა ხდება ავტომატურად, ტაიმერის ან წნევის ცვლილების მეშვეობით. 

მედია ფილტრი

წარმოადგენს დახურულ ავზს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფენებად დაწყობილი სხვადასხვა სიწმინდის ქვიშები. ძირითადად ეს ქვიშის ფენები ახდენენ წყალში არსებული მსხვილი და შეწონილი ნაწილაკების დაკავებას. ფილტრი იბიდნება დაკავებული ჭუჭყით დროის განმავლობაში და ამიტომ ავტომატურად ირეცხება.  

რკინის ამოღების ფილტრი

წარმოადგენს მედია ფილტრის ნაირსახეობას იმ სხვაობით, რომ მასში ჩაყრილია კატალიზატორი, რომელიც აჩქარებს წყალში გახსნილ FeO2 მარილის ჟანგბადთან რეაქციას FeO3 მარილის მისაღებად, რომელიც ადვილად ილექება. ეს ფილტრიც ითხოვს პერიოდულ გამორეცხვას და კატალიზატორის რეგენერაციას. ზოგ შემთხვევაში ფილტრი საჭიროებს დამატებით აერაციის ავზს და კომპრესორს. 

აქტიური ნახშირის ფილტრი 

წარმოადგენს მედია ფილტრის ნაირსახეობას იმ სხვაობით, რომ მასში ჩაყრილია აქტივირებული ნახშირი. ამ ფილტრის მეშვეობით ხდება უმეტესობა ორგანული დამაბინძურებლების და ქლორის დაკავება, ასევე მოქმედებს წყლის ფერიანობის, სუნის და გემოს შესამცირებლად.   ეს ფილტრი არ ირეცხება, ნახშირის შეცვლა მასში ხდება პერიოდულად, გაბიდვნის ხარისხის მიხედვით.