ტექნოლოგიური პარტნიორები

Aqseptence Group ფილტრაციისა და სეპარაციისათვის სპეციალიზებული პროდუქციის, აღჭურვილობისა და სისტემური გადაწყვეტების, ასევე სხვადასხვა აპლიკაციებისათვის წყლის ტექნოლოგიების წამყვანი გლობალური მომწოდებელია და აერთიანებს ინდუსტრიის რამდენიმე ყველაზე ცნობად ბრენდს, რომლებიც 100 წელზე მეტია ემსახურებიან როგორც სამრეწველო, ისე — მუნიციპალურ მომხმარებლებს.

Bilfinger სამრეწველო მომსახურებების წამყვანი საერთაშორისო მომწოდებელია. ჯგუფი ზრდის აქტივების ეფექტიანობას, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს და ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს. პორტფელი ფარავს ღირებულებათა სრულ ჯაჭვს, როგორებიცაა კონსულტაცია, საინჟინრო მომსახურება, წარმოება, აწყობა, ტექნიკური მომსახურება, წარმოების (ქარხნების) გაფართოება და განახლება და მოიცავს ასევე ეკოლოგიურ ტექნოლოგიებსა და ციფრულ აპლიკაციებს.

Grundfos გლობალური ლიდერია მოწინავე სატუმბე გადაწყვეტების მიმართულებით და წყლის ტექნოლოგიების სფეროში ტენდენციების ძირითად განმსაზღვრელს წარმოადგენს. ეს არის ტუმბოების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანთან ამყარებს კავშირს. Grundfos-ის გადაწყვეტები ეხმარება მის პარტნიორებსა და მომხმარებლებს გადააადგილონ წყალი ნებისმიერ საჭირო მიმართულებით. ის ახდენს სასმელი წყლით უმცირესი სოფლებისა და უმაღლესი ცათამბჯენების მომარაგებას, ნარჩენი (საკანალიზაციო) წყლის გაწმენდასა და ამოღებას და სითბოსა და კომფორტს აწვდის მთელს მსოფლიოს — ან, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს მის გაგრილებას.