წყალმომარაგება

წყლის მომზადება

წყალარინება

ჩამდინარე წყლის გაწმენდა

სოფლის მეურნეობა

ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია

წყალმომარაგება

წყალმომარაგების სისტემა არის მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის(ობიექტის) მოთხოვნილი ოდენობით და ხარისხით წყლით უზრუნველყოფისთვის განბკუთვნილი ნაგებობათა კომპლექსი. წყალმომარაგების სისტემას უნდა გააჩნდეს საიმედოობის გარკვეული დონე, რაც წყლის ხარისხის და ოდენობის დაშვებულ დიაპაზონში, წყვეთების და მაჩვენებლების კლების გარეშე შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

დასახლებული პუნქტის ან სამრეწველო ობიექტის წყალმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ბუნებრივი წყაროებიდან ამოღებას, მის მომზადებას(გაწმენდას), შენახვას და მოხმარების ადგილამდე მიწოდებას.

წყალმომარაგების სექტორები

წყლის ამოღება

წყლის ამოღება, წყლის დანიშნულებიდან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა წყაროებიდან:

– ჭაბურღილებიდან და ჭებიდან – გამოიყენება, ძირითადად, სასმელი წყლის სისტემებისთვის;

– ღია წყალსატევებიდან (მდინარე, ტბა, ზღვა) – გამოიყენება საირიგაციო და სხვადასხვა ტექნიკური დანიშნულების სისტემებისთვის, მაგალითად ხანძარქრობისთვის.

წყლის ამოსაღებად საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება. პირველ რიგში, ტუმბოს შემწოვი წერტილი უნდა იყოს წყლის მინიმალურ დონეზე დაბლა. ამ შემთხვევაში, ტუმბოს შესასვლელში იქმნება დადებითი წნევა და ტუმბო დაცული იქნება კავიტაციური პრობლემებისგან.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ტუმბოს დაყენება წყლის ზედაპირის ზემოთ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება სპეციალური პარამეტრის – NPSH-ის გადამოწმება. გარდა ამისა, მისაღებია სპეციალური ზომები, რათა ტუმბოს შემსვლელი მილი იმპელერამდე სავსე იყოს წყლით. ამ შემთხვევებისთვის საჭირო ხდება ან თვითშემწოვი ტუმბოს შერჩევა, ან შემსვლელ მილზე სპეციალური უკუსარქველის დაყენება ფილტრით, რომელიც გამორიცხავს სარქველში ტალახის და ჭუჭყის მოხვედრას.

წყლის შენახვა

ამოღებული წყალი ყოველთვის მიეწოდება შუალედურ ბუფერულ რეზერვუარებამდე, სადაც ხდება მისი შენახვა-დაგროვება შემდეგი გამოყენების მიზნით. სასმელი წყლის რეზერვუარები მზადდება ძირითადად ბეტონისგან, უმეტესწილად, მიწაში ჩაღრმავებული. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ანაკრები რეზერვუარების მოწყობის საშუალებას უჟანგავი ფოლადის, შეღებილი ფოლადის ან არმირებული მინაპლასტმასის (GRP) ფურცლებისგან. რეზერვუარში იქმნება წყლის მარაგი, რომელიც საჭიროა მომხმარებლის საკმარისი რაოდენობით უზრუნველსაყოფად.

სასმელი წყლის რეზერვუარის პროექტირებისას გასათვალისწინებელია არამხოლოდ წყლის ბრუნვა (შემავალი და გამომავალი წყლის რაოდენობის ბალანსი), არამედ წყლის დაყოვნება, რაზედაც დამოკიდებულია მასში ბაქტერიების გამრავლების სისწრაფე. ამიტომ, ამ რეზერვუარებს აღჭურვავენ წყლის ქლორირების სისტემით.

საირიგაციო რეზერვუარები, როგორც წესი, ქლორირებას არ ითხოვენ, მაგრამ მათი სეზონური მუშაობის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა იყოს გათვალისწინებული მათი დაცლა და გამორეცხვა შემდეგი სეზონისთვის.

სახანძრო რეზერვუარები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახანძრო წყლის მარაგის შექმნას, სასურველია იყოს გაერთიანებული სასმელი წყლის სისტემასთან, რათა მათში უზრუნველყოფილი იქნას წყლის მოძრაობა. თუ სახანძრო მარაგისთვის იგეგმება ცალკე რეზერვუარი, მაშინ იქ უზრუნველყოფილ უნდა იქნას წყლის პერიოდული განახლება.

წყლის ტრანსპორტირება

წყლის ტრანსპორტირება დანიშნულების წერტილამდე დაკავშირებულია ენერგიის დიდ ხარჯებთან, რაც დამოკიდებულია გადასაქაჩი წყლის რაოდენობაზე, მანძილსა და რელიეფზე. ამიტომ წყალმომარაგების სისტემა წარმოადგენს მრავალსაფეხუროვან სისტემას, სადაც ერთმანეთს ცვლის დამწნევი და თვითმდენი მილსადენები. როგორც წესი, წყლის ამოღების წერტილები იმყოფება დაბლობებში. წყლის ამომღები სადგურები (ე.წ. პირველი აწევის სადგურები) განთავსებულია მახლობლად და უზრუნველყოფენ წყლის მიწოდებას რეზერვუარებზე, რომლებიც თავსდება მაღლობებზე, რათა შემდეგი თვითდინებითი მონაკვეთი იყოს რაც შეიძლება გრძელი. შემდგომში, წყლის მიწოდების ტრასაზე, საჭიროებისამებრ, ეწყობა მეორე, მესამე და ა.შ. აწევის სადგურები.

წნევის აწევა

როგორც წესი, ბოლო რეზერვუარიდან თვითდინებით მოსული წყალი მიეწოდება დასახლებული პუნქტის გამანაწილებელ ქსელში. გამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს რთულ სტრუქტურას, სადაც რელიეფურ დონეთა ცვლილებებს ემატება საცხოვრებელი კორპუსების სხვადასხვა სიმაღლეები. მოხმარების წერტილებში (ონკანებში) წყალს უნდა ჰქონდეს გარკვეული ნორმატიული წნევა (2-3 Bar).

მომხმარებლის ონკანში წნევის ნორმატივის შესასრულებლად, გამანაწილებელ ქსელში ყენდება საუბნო აწევის სადგურები, თუმცა, უბნის ფარგლებში, განსაკუთრებით მთიან ქალაქებში, მაგალითად თბილისში, დონეების საგრძნობი ცვალებადობის გამო, ამ ამოცანის შესრულება არ არის მარტივი. ამ სატუმბე სადგურების მაქსიმალური წნევა უნდა იყოს საკმარისი უბნის ყველაზე მაღალ წერტილებში წნევის უზრუნველსაყოფად. მაგრამ, ამავდროულად, უბნის დაბალ წერტილებში მომატებული წნევა იწვევს მილსადენების და ჩამკეტი არმატურის დაზიანებას.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ტექნიკის თანამედროვე განვითარება იძლევა საშუალებას, ყველა შენობას დაუყენდეს ინდივიდუალური წნევის აწევის სადგური, ე.წ. ბუსტერული სატუმბო სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ წნევას შენობის ფარგლებში. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ქსელის განტვირთვა და საუბნო აწევის სადგურებში წნევის მკვეთრად შემცირება.

წყლის მომზადება

ბუნებრივი წყალი შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ, ორგანულ მინარევებს და ბაქტერიებს, რაც სხვადასხვა რაოდენობით არის წარმოდგენილი სხვადასხვა წყაროებიდან ამოღებულ წყალში. უმეტეს შემთხვევაში დაუმუშავებელი წყალი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ან ტექნოლოგიური დანადგარების დაზიანებას.

ისტორიულად ჯანდაცვის მეცნიერების გამოკვლევებით ჩამოყალიბდა სასმელი წყლის ნორმატივები , სადაც განსაზღვრულია ყველა შესაძლო ნივთიერების წყალში მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა.

ტექნიკის და მრეწველობის განვითარებამ ასევე გააჩინა მოთხოვნილება წყლის სპეციფიკურ გასუფთავებაზე სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის საჭიროებისთვის. მაგალითად:
- წყლის გაცხელების პროცესში მასში არსებული კალციუმის და მაგნიუმის მარილები ილექებიან გამაცხელებელი სისტემების კედლებზე და ქმნიან გაქვავებულ ნადებს, რაც უარყოფითად მოქმედებს თბოგადაცემაზე, ამცირებს მილსადენების დიამეტრებს და იწვევს კოროზიას.
- წყალი სამედიცინო დანიშნულებისთვის უნდა იყოს დისტილირებული, ანუ მიღებული აორთქლების მეთოდით, რაც გამორიცხავს ყველანაირი მინარევის არსებობას და ა.შ.

წყლის მომზადება გულისხმობს წყლის ისეთ ხარისხამდე გასუფთავებას, რაც მოთხოვნილია მოხმარების დანიშნულებით.
წყლის მომზადება მოიცავს წყლის დამუშავების ძირითად მეთოდებს:
• არახსნადი დაბინძურებებისგან (ქვიშა, ჟანგი, ნამწვი) მექანიკური გაწმენდა
• გაღიავება - კოაგულაციით, დალექვით და გაფილტრვით კოლოიდალური და სუსპენზიური დაბინძურებებისგან გაწმენდა
• დარბილება - სიხისტის შემქმნელი კალციუმის და მაგნიუმის მარილების გაუვნებელყოფა
• წყლიდან რკინის, მანგანუმის და სხვა მოჭარბებული ნივთიერებების ამოღება
• წყლის დეზინფექცია - ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და სხვა მიკროორგანიზმებისგან გაწმენდა

წყლის მომზადების სექტორები

ფილტრაცია

ტანჯული შემოეჭამა ბერნარდი დასდევდა მძღოლებმა მოუყვანეს, პროფესორმა გორისკენ შემათვალიერა გვიმტკიცებდა გამოსასყიდს მოსალოდნელ ჩამოუგდო გამოხვალთ.

უკუ ოსმოსი

ტანჯული შემოეჭამა ბერნარდი დასდევდა მძღოლებმა მოუყვანეს, პროფესორმა გორისკენ შემათვალიერა გვიმტკიცებდა გამოსასყიდს მოსალოდნელ ჩამოუგდო გამოხვალთ.

ქლორირება

ტანჯული შემოეჭამა ბერნარდი დასდევდა მძღოლებმა მოუყვანეს, პროფესორმა გორისკენ შემათვალიერა გვიმტკიცებდა გამოსასყიდს მოსალოდნელ ჩამოუგდო გამოხვალთ.

წყალარინება

დასახლებული პუნქტის წყალარინების ქსელი განკუთვნილია აბონენტებისგან გამდინარე წყლების შეგროვების და გამწმენდი ნაგებობებისაკენ ტრანსპორტირებისათვის. ძირითადად, ქსელი ფუნქციონირებს თვითდინების რეჟიმში, მილსადენის დახრის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი(ები) განლაგებულია მიმდებერე კანალიზაციის ქსელზე დაბლა, აუცილებელი ხდება საკანალიზაციო სატუმბი სადგურის გამოყენება.

წყალარინების სექტორები

კანალიზაციის წყლის ტრანსპორტირება

საცხოვრებელი სახლიდან (კორპუსიდან) გამომავალი საკანალიზაციო წყალი უნდა მიყვანილ იქნას წყლის გადამუშავების წერტილამდე. ამისთვის დასახლებულ პუნქტებში მოწყობილია საკანალიზაციო ქსელი, რომელიც საცხოვრებელი და საწარმოო ობიექტებიდან გადაადგილებს წყალს გამწმენდ ნაგეგბოამდე. ქსელის კონფიგურაცია ბევრად არის დამოკიდებული რელიეფზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს წყლის თვითდინება. თვითდინების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანალიზაციო მილსადენების დახრა გარკვეული კუთხით, იმისთვის რომ წყალმა იმოძრაოს გარკვეული სიჩქარით და თან იყოლიებდეს ჭუჭყის მასებს. დახრის გადაჭარბების შემთხვევაში ჭუჭყის მასები რჩება მიკრული მილის ძირზე, ხოლო წყალი მას უვლის ზემოდან, რაც დაუშვებელი.

საკანალიზაციო სატუმბი სადგურები

როგორც აღვნიშნეთ, საკანალიზაციო ქსელში წყალი ძირითადად მოძრაობს თვითდინებით და მიდმივი დახრით. იმ წერტილებში, სადაც რელიეფის გამო მილის ჩაღრმავება მიწაში აჭარბებს 7-8 მეტრს, ყენდება წყლკის ამწევი პუნქტები, ე.წ. საკანალიზაციო სატუმბო სადგურები. ამ სადგურების მეშვეობით წყალი მიაქვთ ისეთ ამღლებულ წერტილამდე, საიდანაც შესაძლებელია მისი შემდგომინ თვითდინებითი ტრანსპორტირება.
საკანალიზაციო სატუმბო სადგური წარმოადგენს ჭას, რომლის ფსკერზე აყენია სპეციალური ტუმბოები. მთავარი მოთხოვნები საკანალიზაციო სადგურთან არის შემდეგი:
1. ტუმბომ უნდა შეძლოს მსხვილი ნაწილაკების გატარება, არანაკლებ 40 მმ. ამ მოთხოვნას ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს VORTEX ტიპის იმპელერის მექანიზმი.
2. შესაძლებელია ტუმბოს დამქუცმაცებელი მექანიზმით შერჩევა, იმ შემთხვევისთვის, როდესაც წყალში არ არის მყარი ნივთიერებები (ქვები, ლითონი, მყარო პლასტმასები და ა.შ.)
3. ტუმბოს წარმადობა უნდა იყოს მომდინარე წყლის მაქსიმალური რაოდენობის 1,5-2 ჯერ მეტი
4. სადგურში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ტუმბოების რეზერვირება ცხელი რეზერვით
5. ჭაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლის დონის კონტროლი და ტუმბოების ავტომატური მართვა
6. ჭაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ვენტილაცია და დაგროვილი გაზების უსაფრთხო გაყვანა
7. ჭაში სასურველია იყოს უზრუნველყოფილი მსხვილი და მყარი ნაწილაკების დაჭერა 10-16 მმ ბადიანი კალათით

ჩამდინარე წყლის გაწმენდა

ჩამდინარე წყლის გაწმენდისას ხდება წყალში არსებული მავნე ნივთიერებების განადგურება ან მოშორება. წყლის გაწმენდა ხდება მექანიკური, ქიმიური, ფიზიკო-ქიმიური ან ბიოლოგიური მეთოდით. მეთოდის არჩევას განაპირობებს დაბინძურების ხასიათი და მინარევების საშიშროების ხარისხი.

ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური დამუშავების მეთოდი დაფუძნებულია მდინარეების, ტბების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვითგაწმენდის პრინციპებზე.

ჩამდინარე წყლის გაწმენდის სექტორები

მექანიკური გაწმენდა

ფიზიკო-ქიმიური გაწმენდა

ბიოლოგიური გაწმენდა

წყლის მეორადი გამოყენება

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას აქვს დიდი ზეგავლენა ბუნებაზე და ეკოლოგიაზე. სარწყავად წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება, მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმებზე გარემოს დაბინძურება, მოსავლის აღებისას დიდი ოდენობით მყარი ნარჩენების წარმოქნა და სხვა პროცესები, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე, ეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველს ქმნიან.

სოფლის მეურნეობის სექტორები

ირიგაცია

ფერმების ნარჩენების უტილიზაცია

ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია