ირიგაცია

ირიგაცია

აღწერა

ირიგაცია (სარწყავი სისტემები)

Grundfos აწარმოებს საირიგაციო სისტემებისათვის ტუმბოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წნევისა და ნაკადის თანაბარ განაწილებას სარწყავ სისტემაში. ამასთან მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე დანადგარები მნიშვნელოვნად ამცირებენ ელექტრო ენერგიაზე გაწეულ ხარჯებს მათი ექსპლუატაციისას.

სპეციალურად საირიგაციო სისტემებისათვის შექმნილი ტუმბოები მარტივად თავსებადია წვიმისებრ და წვეთოვან სარწყავ სისტემებთან. სიხშირული მართვის მქონე დანადგარები და მსხვილ სისტემებთან მარტივად ინტეგრირებადი კონტროლერები ავტომატურად რეაგირებენ პირობებისა და მოთხოვნების ცვლილებებზე, რითაც მკვეთრად ამცირებენ ექსპლუატაციის ხარჯებს.

მიუხედავად იმისა საიდან ხდება წყლის მიღება მიწისქვეშა თუ მიწისზედა რესურსებისაგან, სტანდარტული ელექტრო ქსელიდან იკვებებიან ტუმბოები თუ მზის პანელებიდან, საჭიროა მიღებული წყლის დამუშავება თუ არა,Grundfos-ს შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება.

პროდუქცია

SP: მდგრადი და ენერგოეფექტური ჭაბურღილის მრავალსაფეხურიანი ტუმბოები.

HS/HSE: მძლავრი ერთ ან ორ საფეხურიანი ჰორიზონტალური სექციური ტუმბოები.

NK/NKE: ენერგოეფექტური ერთ საფეხურიანი მონობლოკური ტუმბოები/

Hydro MPC: ენერგოეფექტური ცენტრიდანული მრავალსაფეხურიანი ტუმბოებით დაკომპლექტებული ბუსტერული სატუმბი სადგურები, აღჭურვილი თანამედროვე მართვის სისტემებით.

SMART Digital, DDA, DDC, DDE: მაღალი სიზუსტით გამორჩეული გონიერი ტუმბო დოზატორები.

 

დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე.