ბიოლოგიური გამწმენდი სადგური ნატახტრის ველზე

დამკვეთი Caucasus Organic Fruits
მდებარეობა ნატახტარი
ჩატარებული სამუშაო ბიოლოგიური გამწმენდი სადგური
პერიოდი 2017
პროექტის ხელმძღვანელი შალვა გოგვაძე

პროექტის დეტალები

თანამედროვე ხილის გადამამუშავებელი საწარმო Caucasus Organic Fruits აწარმოებს ჩირს ხილის ყველა სახეობისგან.

საწარმო განლაგებულია ნატახტრის ველზე, სადაც არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემა და არსებობს მხოლოდ ადგილობრივი საირიგაციო არხი.

საწარმოს კომუნალური და საწარმოო ნარჩენი წყლის უტილიზაციისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლოკალური ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის გამოყენებაზე გასუფთავებული წყლის საირიგაციო არხში ჩაღვრით.

გამწმენდი სისტემის თავში მოწყობილია 2-სექციანი მიმღები რეზერვუარი, რომელშიც ცალ-ცალკე ხდება კომუნალური და საწარმოო ნარჩენი წყლების აკუმულირება. ყოველ სექციაში, შესაძლო სუნის მოსასპობად, აყენია ჩაძირული jet-აერატორი (მწარმოებელი ZENIT).

კომუნალური წყალი იწმინდება ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის TOPAS-ის (მწარმოებელი TOPOL WATER) მეშვეობით. სადგური წარმოადგენს 1-საფეხურიან SBR რეაქტორს, სრული ავტომატიზაციით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გაწმენდას საქართველოში მიღებულ ნორმატივებამდე.

საწარმოო წყალი წარმოადგენს ხილის და ხილისგან მიღებული პროდუქტების ნარჩენების ნარეცხს, რომელიც არაერთგვაროვანია ხილის სახეობებიდან გამომდინარე და ბიოლოგიური გაწმენდის სისტემაში მიწოდებამდე გადის დამატებით ფილტრაციას.