მიკროფილტრაცია, ნანოფილტრაცია, ულტრაფილტრაცია

ამ დანადგარებში გამოიყენება სპეციალური მემბრანები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ზომის ფორები, რომლებზეც არის დამოკიდებული, თუ რა ზომის ნაწილაკებს გაატარებს ეს ფილტრი. გაუტარებელი ნივთიერებები გროვდება მემბრანის ზედაპირზე და პერიოდულად ჩამოირეცხება.  

ამ ტიპის დანადგარებს სჭირდებათ მაღალი წნევის შექმნა და მკაცრი ელექტრონული კონტროლი. ზედმეტმა დაბინძურებამ შესაძლოა დააზიანოს მემბრანები. სისტემის გათვლისას საჭიროა წყლის ანალიზის შესწავლა და პრე-ფილტრების დაყენება, მაგალითად, თუ წყალში არსებობს რკინა, საჭიროა რკინის ამომღები ფილტრის დაყენება,  რადგან რკინა აზიანებს მემბრანას.