თანამედროვე ტექნოლოგიების, მართვის მეთოდების, ჩვენი თანამშრომლების ცოდნის და გამოცდილების მეშვეობით, პარტნიორების ობიექტების სისტემური ეფექტურობის და უსაფრთხოების გაზრდა.
გავხდეთ მოწინავე საინჟინრო კომპანია, რომელიც დაამკვიდრებს საუკეთესო დარგობრივ პრაქტიკებს და შეიტანს წვლილს ქართული ინჟინერიის განვითარებაში.
შევქმნათ საუკეთესო გარემო სპეციალისტების გასაზრდელად. ტექნიკური და მენეჯერული უნარების განვითარებასთან ერთად გავზარდოთ პროექტების სირთულე და მრავალფეროვნება.
შემოქმედებითი თვითრეალიზების შესაძლებლობა, გუნდური მუშაობის განცდა, ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები, საზოგადოებისთვის სასარგებლო, კარგად შესრულებული სამუშაოთი პროფესიონალური კმაყოფილება.
ცოდნა და კვალიფიკაცია – კომპანიის ძირითადი რესურსია. ინიციატივა, ნოვატორობა, შემოქმედება – რთული საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის შემადგენლებია. სამუშაო პროცესების სწორი ორგანიზება – ჩანაფიქრის წარმატებული განხორციელების საწინდარია.
ტექნიკურად დაუსაბუთებელ და პოტენციური საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს არ აქვს გამართლება. პროფესიული პასუხისმგებლობა არის კლიენტებთან მყარი და სანდო ურთიერთობის საფუძველი.
კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემსახურებოდნენ კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის დამყარების ინტერეს.
ჩვენ ვამყარებთ ეთიკურ ურთიერთობებს თანამშრომლებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ვუარყოფთ კორუპციას. ვიცავთ ინტელექტუალური საკუთრების უბლებებს. ჩვენ ვათვითცნობიერებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე.
საინჟინრო კომპანია “მეგაპროჯექტის” გუნდში გაერთიანებულია რთული და საპასუხისმგებლო სისტემების დამუშავების მდიდარი პროფესიონალური გამოცდილება და კომპეტენციის მაღალი დონე. ეს გვაძლევს საშუალებას ვიკისროთ როგორც სისტემის პროექტირების, ასევე მისი შემდგომი რეალიზების პასუხისმგებლობა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ფეხდაფეხ მიყოლით და საბოლოო შედეგზე მოქმედი ფაქტორების წინასწარი ანალიზით ჩვენ ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას უზრუნველვყოფთ.
დამკვეთისთვის წარმოდგენილი პროექტები მოიცავენ ზედმიწევნით შემუშავებულ საინჟინრო გადაწყვეტილებათა კომპლექს, რომელიც საინჟინრო სისტემების ზუსტ მონტაჟს და ობიექტის ეფექტურ და უხარვეზო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.