საკანალიზაციო სატუმბი სადგურები

საკანალიზაციო სატუმბი სადგურები

საკანალიზაციო სატუმბი სადგური(სსს) წარმოადგენს პოლიეთილენისგან ან მინაბოჭკოსგან დამზადებულ ცილინდრული ფორმის კორპუსს, სადაც ქარხნულად დამონტაჟებულია უჟანგავი ფოლადის მილგაყვანილობა, რომელიც მოიცავს ჩამკეტ-მარეგულირებელ და დამცავ არმატურას ურდულებისა და უკუსარქველების სახით. საკანალიზაციო სატუმბ სადგურს აქვს მყარი ძირი ტუმბოების დასამონტაჟებლად, მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით კი შესაძლებელია აღიჭურვოს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კიბით, მომსახურე პლატფორმითა და დამატებითი მცირე ზომის ჭით ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურისთვის.

გადმოწერეთ საკანალიზაციო სატუმბი სადგურის საპროექტო ფორმა და, შევსების შემდეგ, გამოგვიგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე

აღწერა

მზა საკანალიზაციო სადგურის უპირატესობები

უპირატესობები მონტაჟის პროცესში:

  • სადგურის დამზადება ქარხნულ პირობებში და ხარისხის კონტროლი;
  • წარმოების ვადების სიმცირე;
  • რადგან სატუმბი სადგური საწარმოშივე სრულად არის დაკომპლექტებული, მონტაჟის დაწყება შესაძლებელია მისი ობიექტზე მიტანის მომენტიდანვე, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს სამონტაჟო პროცესის ვადებს;
  • პოლიეთილენის/მინაბოჭკოს კორპუსი არის სრულად ჰერმეტული და აღარ არის საჭირო დამატებითი პროცედურები ჰიდროიზოლაციასთვის, ასევე აღნიშნული მასალები გამოირჩევიან მაღალი სიმკვრივითა და მცირე მასით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მონტაჟის პროცესს;
  • სასარგებლო ფართის ეკონომია, რადგან მზა, ლოკალური სატუმბი სადგურები არ საჭიროვებენ დიდ რკინაბეტონის მიმღებ რეზერვუარებს;
  • საპროექტო და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ფართო არჩევანი;
  • ყველა საჭირო დანადგარის სატუმბი სადგურის შიგნით განთავსების შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს მიწისზედა ნაგებობების აშენების აუცილებლობას.

უპირატესობები ექსპლუატაციის პროცესში

  • ელექტროენერგიის დანახარჯების შემცირება, რადგან რეზეერვუარში წყლის დონის კონტროლის თანამედროვე სისტემები საშუალებას აძლევს ტუმბოებს ჩაირთონ სისტემატიურად მაშინ როდესაც ამის საჭიროება დგება;
  • GRUNDFOS-ის ფირმის მაღალტექნოლოგიური ტუმბოების გამოყენება გაძლევთ მრავალწლიანი შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას;
  • სსს-ს ავტომატიზაცია მომსახურე პერსონალის რაოდენობის შემცირებას საშუალებას იძლევა, რადგან არ მოითხოვს მათ მუდმივ მეთვალყურეობას. ავარიული სიტუაციის შემთხვავაში დანადგარების მუშაობის შესახებ სიგნალი მომენტალურად გადაეცემა დისპეჩერის მართვის კარადას, კომპიუტერს ან ტელეფონს.
  • სსს-ს მომსახურებისათვის არ არის საჭირო რეზერვურის ფსკერზე ჩასვლა, ტუმბოების ამოღება ხდება ამწე მექანიზმებით მიმმართველ მილების საშუალებით და ავტომატურად ხდება დიაფრაგმული მიერთებებიდან ჩახსნა.
  • თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მასალების გამოყენება, ისეთები როგორიცაა პოლიეთილენი/მინაბოჭკო და უჟანგავი ფოლადი უზრუნველყოფს სსს-ს ექსპუატაციის ხანგრძლივობას. კორპუსი სრულად ინერტულია კოროზიული გარემოს ზემოქმედების მიმართ, ასევე წარმოადგენს შესანიშნავ დიელექტრიკს;
  • კოპაქტური საკანალიზაციო სადგურები უზრუნველყოფენ ხმაურისა და ვიბრაციის დაბალ დონეს;
  • ეკოლოგიურობის თვალსაზრისით რამდენიმე ლოკალური სსს-ს განთავსება უფრო მისაღებია ერთ ცენტრალიზებულ სსს-სთან შედარებით, რადგან ცენტრალიზებული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ქალაქში ან მის სიახლოვეს ჩამდინარე წყლების ავარიული გადმოღვრა ხდება რელიეფზე, რამაც სერიოზულ ეკოლოგიურ პრობელმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

Grudnfos-ის მიერ წარმოებული GPR მასალისაგან დამზადებული საკანალიზაციო სატუმბი სადგურები აკმაყოფილებენ სიმკვრივის SN5000 სტანდარტს, რაც უზრუნველყობს სადგურის მდგრადობას სეისმური აქტივობების დროს.