







პროექტის დეტალები
ბათუმის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის IV ფაზის პროექტის ფარგლებში აშენებულია გონიოს რეზერვუარი, რომელიც მოახდენს გონიოს დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
რეზერვუარი მარაგდება ჩაქვის სათავიდან, ინჯალოს რეზერვუარისა და მეჯინისწყლის წყალსაქაჩი სადგურების გავლით.წყლის ტრანზიტის უზრუნველსაყოფად პროექტის მიხედვით, ორივე წერტილში მოწყობილია ელექტრო ურდულები, რომლებიც იმართება GPRS კავშირის მეშვეობით გონიოსა და მეჯინისწყლის ოპერატორების მიერ.
გონიოს რეზერვუარზე მოწყობილია ავტომატური ქლორირების სისტემა, პრე- და პოსტ- ქლორირების უზრუნველყოფით. ქლორირების დოზა განისაზღვრება სამი პარამეტრით:
- წყლის მიმდინარე ნაკადი
- შემოსულ წყალში ნარჩენი ქლორის ოდენობა
- სასურველი ქლორის რაოდენობა გაზომვის წარტილში SETPOINT
ქლორირების სისტემა შესრულებულია GRUNDFOS აღჭურვილობის ბაზაზე. ავტომატიზაციის სისტემა და GRPS კავშირი შესრულებულია SENECA-ს კოტროლერებით. მობილური ოპერატორი GEOCELL.