ბათუმის საქლორატორო სადგური

დამკვეთი შპს "გზა"
მდებარეობა ბათუმი
ჩატარებული სამუშაო საქლორატორო სადგურის დაპროექტება, დანადგარების მიწოდება, მონტაჟი
პერიოდი 2018-2019
პროექტის ხელმძღვანელი შალვა გოგვაძე
კატეგორია

პროექტის დეტალები

ბათუმის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენებულია მახინჯაურის რეზერვუარი, რომელიც მოახდენს დაბა მახინჯაურის და ბათუმის ჩრდილოეთ რაიონების სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

რეზერვუარზე დამონტაჟებულია GRUNDFOS-ის წარმოების ავტომატური ქლორირების სისტემა.

ნატრიუმის ჰიპოქლორიტი მზადდება ადგილზე მარილისგან ქლორის გენერატორის SELCOPERM-ის მეშვეობით.

ქლორის ძირითადი დოზირება ხდება რეზერვუარის შემავალ მილში ანალიზატორის და წყლის ნაკადმზომის მაჩვენებლების საფუძველზე. სისტემის თავისებურება არის ის, რომ შესაძლებელია რეზერვუარში შემავალი ნარჩენი ქლორის რაოდენობის სტაბილიზაცია ე.წ. SET POINT პარამეტრის მეშვეობით. SET POINT რაოდენობის მითითების შემდეგ, ანალიზატორი უზრუნველყოფს იმდენი ქლორის მიწოდებას, რომ სათავიდან შემავალი ნარჩენი ქლორის და დოზატორის მეშვეობით მიწოდებული ქლორის ჯამი უტოლდებოდეს SET POINT მაჩვენებელს. ამავდროულად ეს პროცესი დინამიკაში მიბმულია მიმდინარე წყლის ნაკადის რაოდენობაზე.

როდესაც SET POINT მეშვეობით უზრუნველყოფილია რეზერვუარში შემავალი ქლორის რაოდენობა, სტაბილურდება რეზერვუარიდან გამავალი ქლორის რაოდენობა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ რეზერვუარში ქლორის დანაკარგზე. შესამამისად, SET POINT რეგულირებით, შესაძლებელია რეზერვუარიდან გამომავალი ქლორის ნორმატიულად საჭირო რაოდენობის მიღება.

გამომავალი ქლორის რაოდენობის ზუსტი რეგულირებისთვის, ფლუქტუაციების შემთხვევაში, რაც შეიძლება მოჰყვეს რეზერვუარში წყლის დაყოვნების დროის ცვლილებას, გამომავალ მილზე აყენია ასეთივე ავტომატური დოზირების სისტემა.