ბათუმის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცისს IV ფაზა. გონიოს სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა

დამკვეთი Ludvig Pfeifer
მდებარეობა ბათუმი, გონიო
ჩატარებული სამუშაო - ქლორორების სისტემის დაპროექტება, მონტაჟი, გაშვება-რეგულირება - გონიოს, ინჯალოს რეზერვუარებზე და მეჯინისწყლის წყალსაქაჩზე ელე ქტრო ურდულების სისტემის ვატომატიზირებული მართვა GPRS კავშირის მეშვეობით
პერიოდი 2020
პროექტის ხელმძღვანელი შალვა გოგვაძე
კატეგორია

პროექტის დეტალები

ბათუმის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის IV ფაზის პროექტის ფარგლებში აშენებულია გონიოს რეზერვუარი, რომელიც მოახდენს გონიოს დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

რეზერვუარი მარაგდება ჩაქვის სათავიდან, ინჯალოს რეზერვუარისა და მეჯინისწყლის წყალსაქაჩი სადგურების გავლით.წყლის ტრანზიტის უზრუნველსაყოფად პროექტის მიხედვით, ორივე წერტილში მოწყობილია ელექტრო ურდულები, რომლებიც იმართება GPRS კავშირის მეშვეობით გონიოსა და მეჯინისწყლის ოპერატორების მიერ.

გონიოს რეზერვუარზე მოწყობილია ავტომატური ქლორირების სისტემა, პრე- და პოსტ- ქლორირების უზრუნველყოფით. ქლორირების დოზა განისაზღვრება სამი პარამეტრით:

  • წყლის მიმდინარე ნაკადი
  • შემოსულ წყალში ნარჩენი ქლორის ოდენობა
  • სასურველი ქლორის რაოდენობა გაზომვის წარტილში SETPOINT

ქლორირების სისტემა შესრულებულია GRUNDFOS აღჭურვილობის ბაზაზე. ავტომატიზაციის სისტემა და GRPS კავშირი შესრულებულია SENECA-ს კოტროლერებით. მობილური ოპერატორი GEOCELL.