ჩვენ შესახებ

მისია

თანამედროვე ტექნოლოგიების, მართვის მეთოდების, ჩვენი თანამშრომლების ცოდნის და გამოცდილების მეშვეობით, პარტნიორების ობიექტების სისტემური ეფექტურობის და უსაფრთხოების გაზრდა. 

ხედვა

გავხდეთ მოწინავე საინჟინრო კომპანია, რომელიც დაამკვიდრებს საუკეთესო დარგობრივ პრაქტიკებს და შეიტანს წვლილს ქართული ინჟინერიის განვითარებაში.

სტრატეგია

შევქმნათ საუკეთესო გარემო სპეციალისტების გასაზრდელად. ტექნიკური და მენეჯერული უნარების განვითარებასთან ერთად გავზარდოთ პროექტების სირთულე და მრავალფეროვნება. 

 

GRUNDFOS-ის ოფიციალური წარმომადგენელი

კომპანია «მეგაპროჯექტი» არის გრუნდფოსის ინდუსტრიული და მუნიციპალური სეგმენტის ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიის სამოქმედო სფეროს წარმოადგენს სამრეწველო ობიექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების და კომუნალური წყლის დისტრიბიუტორ კომპანიების GRUNDFOS-ის თანამედროვე ტუმბოებით და სისტემებით უზრუნველყოფა.

ფასეულობები

თანამშრომლების დასაქმების მაღალი სტანდარტი

შემოქმედებითი თვითრეალიზების შესაძლებლობა, გუნდური მუშაობის განცდა, ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები, საზოგადოებისთვის სასარგებლო, კარგად შესრულებული სამუშაოთი პროფესიონალური კმაყოფილება.

ცოდნა, კვალიფიკაცია, შემოქმედება, დისციპლინა

ცოდნა და კვალიფიკაცია – კომპანიის ძირითადი რესურსია. ინიციატივა, ნოვატორობა, შემოქმედება – რთული საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის შემადგენლებია. სამუშაო პროცესების სწორი ორგანიზება – ჩანაფიქრის წარმატებული განხორციელების საწინდარია.

პროფესიული პასუხისმგებლობა

ტექნიკურად დაუსაბუთებელ და პოტენციური საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს არ აქვს გამართლება. პროფესიული პასუხისმგებლობა არის კლიენტებთან მყარი და სანდო ურთიერთობის საფუძველი.

ეფექტურობა, სტაბილურობა, პარტნიორობა

კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემსახურებოდნენ კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის დამყარების ინტერეს.

სამართლიანი ბიზნესი

ჩვენ ვამყარებთ ეთიკურ ურთიერთობებს თანამშრომლებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ვუარყოფთ კორუპციას. ვიცავთ ინტელექტუალური საკუთრების უბლებებს. ჩვენ ვათვითცნობიერებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე.

ჩვენ შესახებ

საინჟინრო კომპანია “მეგაპროჯექტის” გუნდში გაერთიანებულია რთული და საპასუხისმგებლო სისტემების დამუშავების მდიდარი პროფესიონალური გამოცდილება და კომპეტენციის მაღალი დონე. ეს გვაძლევს საშუალებას ვიკისროთ როგორც სისტემის პროექტირების, ასევე მისი შემდგომი რეალიზების პასუხისმგებლობა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ფეხდაფეხ მიყოლით და საბოლოო შედეგზე მოქმედი ფაქტორების წინასწარი ანალიზით ჩვენ ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას უზრუნველვყოფთ.

დამკვეთისთვის წარმოდგენილი პროექტები მოიცავენ ზედმიწევნით შემუშავებულ საინჟინრო გადაწყვეტილებათა კომპლექს, რომელიც საინჟინრო სისტემების ზუსტ მონტაჟს და ობიექტის ეფექტურ და უხარვეზო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

კვალიფიკაცია
გამოცდილება
პასუხისმგებლობა