დარბილება

კალციუმის და მაგნიუმის მარილების არსებობა დასალევ წყალში სასარგებლოა ადამიანის ჯანმთელობისთვის, მათი რაოდენობა უმეტეს შემთხვევაში ახლოსაა ნორმატიულ მოთხოვნასთან 7-10 m.eq/L. მაგრამ ამ მარილებს აქვთ ურთიერთ შეჭიდების და კრისტალების წარმოქმნის თვისება, რაც უფრო აქტიური ხდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად. ეს მარილები განსაკუთრებით საშიშია იმ დანადგარებისთვის, სადაც ხდება წყლის გაცხელება – ქვაბები, თბომცვლელები, რადიატორები, ცხელი წყლის მილსადენები და სხვა.  

წყლის დამარბილებლების დანიშნულებაა გააუვნებელყონ წყალში არსებული კალციუმის და მაგნიუმის მარილები. დღეისობით არსებული დამარბილებლები იყოფა ორ კლასად: იონ-გამცვლელი და ელექტრომაგნიტური.  

იონ-გამცვლელი დამარბილებელი 

ამ მოწყობილობებში მუშა მასალა არის იონ-გამცვლელი ფისოვანა, რომელიც შეიცავს ნატრიუმს. როდესაც ამ ნივთიერებას ხვდება წყალს მოყოლილი კალციუმის ან მაგნიუმის მარილი, მათ შორის ხდება იონების გაცვლა – კალციუმის იონის ადგილზე ჯდება ნატრიუმის იონი და პირიქით. შედეგად, გამავალი წყლიდან მთელი კალციუმი გადადის ფისოვანაში, ხოლო კალციუმის მარილის ნაცვლად მასში ჩნდება იგივე რაოდენობა ნატრიუმის მარილი, რომელსაც არ აქვს თვითშეწებების და ნადების გაჩენის თვისება. დროის განმავლობაში, იონ-გამცვლელი ფისოვანა მდიდრდება კალციუმის იონებით და ვეღარ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, ამიტომ ხდება ნატრიუმის რეგენერაცია კონცენტრირებული მარილხსნარის მეშვეობით.ამ პროცესში ნატრიუმი მარილხსნარიდან გადადის ფისოვანაში, და ანაცვლებს იქ დაგროვილ კალციუმის იონებს.  

ელექტრომაგნიტური დამარბილებელი 

ამ დანადგარის მეშვეობით ხდება გამავალ წყალში კალციუმის და მაგნიუმის მარილებზე ელექტრომაგნიტური ზემოქმედება, რის შედეგად ისინი იცვლიან კრისტალის ფორმას – ვარსკვლავისებური ფორმის მაგივრად იღებენ ჩხიროვან ფორმას, რაც მკვეთრად აქვეითებს მათი შეწებების შესაძლებლობას. ამის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კალციუმი და მაგნიუმი რჩება სისტემაში და გამოიყოფა ნალექში, ეს ნალექი არ იკრიბება მყარ ქერქში, არამედ წარმოადგენს რბილ ფხვნილს.